დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ვალდებულებას არ ასრულებს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ვალდებულებას არ ასრულებს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

13-09-2023 17:58:36

სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა, „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიე ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც. (,,საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროში შეთანხმებისთვის წარმოადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე (რომელთაც ემთხვევა სამონადირეო მეურნეობისათვის მოთხოვნილი ფართობი) ზემოქმედების ანგარიში“)

კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შფასების ანგარიში.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოშია გადაიგზავნა. ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, დღეს არსებული მდგომარეობით სააპელაციო სასამართლოს დადგენილება წარმოდგენილი არ არის.

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები