საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა.
თვიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.5%), ტრანსპორტი (1.4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.3%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (0.2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0.1%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირებაა ტანსაცმელი და ფეხსაცმელის სეგმენტში. ამ მიმართულებაზე აგვისტოში ივლისთან შედარებით 2.1%-იანი კლებაა. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო ინდექსში 0.4%-იანი კლებაა, ასევე 0.4%-იანი კლებაა ჯანმრთელობის დაცვის ინდექსში, ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 0.3%-ითაა გაიაფებული. 0.1%-იანი კლება ფიქსირდება დასვენება, გართობა და კულტურის HICP-ში.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
უახლესი