დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი წლიურ ჭრილში 0.5%-ით შემცირდა

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი წლიურ ჭრილში 0.5%-ით შემცირდა

10-08-2023 12:00:32

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით არის შემცირებული, ხოლო 2023 წლის ივლისი ივნისთან შედარებით 0,4%-ით.

წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: განათლება (7.0%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6.4%), და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.1%).

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეების ინდექსი გაზრდილია 3,5%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთების ინდექსი 1,4%-ით, ხოლო ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ინდექსი 0.8%-ით. 

სამაგიეროდ HICP-ის შემცირებაა ტრანსპორტში, ამ სეგმენტში ივლისიდან ივლისამდე კლება 13,1%-ია, ჯჯანმრთელობის დაცვის ინდექსში 7.3%-იანი კლებაა, ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 2.7%-ითაა გაიაფებული. 0.2%-იანი კლება ფიქსირდება ასევე სურსათი და უალკოჰოლო სასმელების HICP-ში.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები