“დეილი ჯგუფსა” და “ზედაზენის ჯგუფს” შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქნა უმსხვილესი გაერთიანება, რომლის მმართველობა ორივე ჯგუფის დამფუძნებლებითა და პროფესიონალი წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
აღნიშნული გარიგების შედეგად, ეს უმსხვილესი გაერთიანება გახდა საცალო ვაჭრობის ბაზრის უპირობო ლიდერი, უმსხვილესი მოთამაშე ლუდისა და არაალკოჰოლური წარმოების ბაზარზე და მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე მოთამაშე ლოჯისტიკის ბაზარზე.
“დეილი ჯგუფი”, საცალო ვაჭრობის სფეროში, წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიცაა: ,,დეილი”, ,,სპარი”, ,,იოლი”, ,,კალათა”, ,,მაგნიტი” და ,,გვირილა”, რომლებიც ოპერირებას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით გააგრძელებენ. ჯგუფში შემავალი ქსელური მარკეტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გააერთიანებს, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 30%-ია.
“ქართული ლუდის კომპანია”, ფლობს მრავალფეროვანი პროდუქციის პორტფელს, ხოლო საწარმოო შესაძლებლობებით გამორჩეული ერთადერთ უნიკალური საწარმოა საქართველოში. კომპანია აწარმოებს როგორც ადგილობრივ (ზედაზენი, რავი, ცივ-ცივი, სანაპირო და ა.შ.) ასევე საერთაშორისო ლიცენზირებულ (მილერი, ბავარია, ჰარპი, ჰოლსტენი) ლუდის ბრენდებს, უმაღლესი ხარისხის ლიმონათს “ზედაზენი”, წვენის ნექტარს “ჩერო”, “რს კოლას” ბრენდებს (საერთაშორისო ლიცენზიით), ცივ ჩაის „გურიელი” და “დილმა” (საერთაშორისო ლიცენზიით), ენერგეტიკულ სასმელებს და ა.შ.
როგორც “დეილიში” აღნიშნავენ, ზემოთაღნიშნული ბიზნესების ერთ ჯგუფში გაერთიანებით, შეიქმნება იმ წარმატებული გამოცდილებების სინერგია, რომელიც პარტნიორებს დაგროვილი აქვთ საცალო ვაჭრობისა და წარმოების ინდუსტრიებში, რათა გაერთიანებულმა კომპანიამ უფრო სწრაფი ტემპებით უზრუნველყოს სამომხმარებლო სერვისებისა და წარმოების ინდუსტრიების განვითარება და მომხმარებლისათვის მსოფლიო დონის სერვისისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობა.
“ამ უმსხვილესი გაერთიანების მიზანია, ერთის მხრივ, საცალო ვაჭრობის მიმართულებით, მომხმარებელს შესთავაზოს გაუმჯობესებული სერვისი, მაღალი ხარისხის პროდუქტი საუკეთესო ფასად და დანერგოს სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული ლოიალობის სისტემა, ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და დასავლეთ საქართველოში, დამატებით უზრუნველყოფენ მიწოდების ჯაჭვის მართვის გამარტივებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. მეორეს მხრივ, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი „ზედაზენის ჯგუფი“-ს უნიკალური საწარმოო გამოცდილება, გვაძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ ალკოჰოლური, არამედ სხვადასხვა სექტორებში არსებული საწარმოო პოტენციალის ათვისებას, ახალი საწარმოების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მომხმარებლებს, მომწოდებლებს და პარტნიორებს ერთგულებისთვის, გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვის” - განაცხადა „დეილი ჯგუფი“-ს თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურა ზაქარიაძემ.
ინფორმაციისთვის, ზემოაღნიშნული გაერთიანებით, სამომხმარებლო ბაზარზე უმსხვილესი ჰოლდინგური ტიპის მოთამაშის ფორმირება მოხდა, რომელიც თავის თავში აერთიანებს - ყველაზე მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელს საქართველოში, ლიდერ ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს და ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის ცენტრებს.
ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში და ეკონომიკურ განვითარებაში. 2024 წლის მიმდინარე მდგომარეობით, “დეილი ჯგუფს” დასაქმებული ჰყავს 18 000-მდე ადამიანი.
ჯგუფი ორიენტირებულია, განვითარებაზე, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორცილებაზე და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების და ტექნოლოგიების საქართველოში შემოღებაზე.
უახლესი
18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება