დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამინისტრო სრულად მზად არის, რომ ეროვნული გამოცდები უხარვეზოდ ჩატარდეს - გიორგი ამილახვარი

სამინისტრო სრულად მზად არის, რომ ეროვნული გამოცდები უხარვეზოდ ჩატარდეს - გიორგი ამილახვარი

03-07-2024 10:36:00

გიორგი ამილახვარი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი უწყება პროცესის უხარვეზოდ ჩატარებისთვის მზად არის.

„იცით, რომ უმაღლეს განათლებაზე ინტერესი არის ძალიან მაღალი საქართველოში და წელსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობა - 47 ათასი აბიტურიენტი გვყავს. თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი და მთლიანად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულად მზად არის, რომ უხარვეზოდ ჩატარდეს ამ ნაკადშიც კი ეროვნული გამოცდები“, - აღნიშნა ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები