გალტ & თაგარტის მაისის მიმოხილვის თანახმად, ბინების გაყიდვები წინა თვეში შემცირების შემდეგ გაიზარდა.
თბილისში გაიყიდა 3,650 ბინა, რაც წლიური 2.0%-იანი და თვიური 34.9%-იანი ზრდაა.
ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1,650 ბინა გაიყიდა (+20.0% წ/წ).
ამავდროულად, მეორად ბაზარზე კლება დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.5% წ/წ და -12.0% წ/წ.
მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში
ვაშლიჯვარი (+180.0% წ/წ),
კრწანისი (+47.7% წ/წ) და დიდუბე (+19.1% წ/წ).
ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ვაშლიჯვრის წილი მთლიან გაყიდვებში დაბალია, მაისში ეს წილი თითქმის გასამმაგდა 4.6%-მდე.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2 ) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) დომინირება.
უახლესი
12 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”