დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ,,კარდანახის მამულს“

სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ,,კარდანახის მამულს“

21-10-2023 16:17:42

,,კარდანახის მამულის“ ტურისტული კომპლექსი სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის, სასტუმროს და ღვინის წარმოებას, რაც ბუნებაში დასვენების მსურველებისთვის საუკეთესო ადგილია.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა ქოჩიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ტურისტული კომპლექსი აქტუალურობას არ კარგავს შემოდგომაზეც და სეზონზე კულინარული დეგუსტაციებით და სხვადასხვა ღონისძიებით ტურისტებისთვის უნიკალურ სივრცეს ქმნის.

,,მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ ძალიან საინტერესო კონცეპტს, რაც დღეს ბაზარზე იშვიათობაა.  ჩვენს სტუმრებს იდეალური პირობები აქვთ იმისთვის, რომ დაისვენონ მშვიდ გარემოში, იმოგზაურონ ისტორიულ ქიზიყში, დატკბნენ  საოცარი ხედებით და მიირთვან საუკეთესო ნატურალური ღვინო. იმისთვის, რომ შემოდგომა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, მომხმარებელს ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას (ჯგუფში მაქსიმუმ  14 ადამიანი),  რომელიც მოიცავს მოკლე ისტორიას სოფელ  კარდანახის და ,,კარდანახის მამულის“  შესახებ, 4-5 სახეობის ღვინის დაგემოვნებას და ტექნოლოგიურ აღწერას; სადილს მამულში; სურვილისამებრ ჩურჩხელის ამოვლებას; ფოტო გადაღებას ტერასიდან,  საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება კავკასიონზე და ალაზნის ველზე და ბოლოს, კომფორტულ  განთავსებას. თამამად შემიძლია თქმა, რომ ფაქტორები, რის გამოც უნდა გააკეთონ ჩვენს ობიექტზე არჩევანი, საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა, ეს არის  სიმშვიდე, ავთენტური გარემო და საუკეთესო ღვინო, რაც გულგრილს არავის ტოვებს“, - აცხადებს ნინა ქოჩიაშვილი.

ცნობისთვის, ,,კარდანახის მამული“ თბილისიდან არცთუ ისე შორს, 100 კილომეტრში მდებარეობს.  საოჯახო მარანი მე-19 საუკუნის შენობაში ფუნქციონირებს. წინა თაობის ტრადიცია 100 წლის შემდეგ ახლებურად გრძელდება და ვითარდება.

,,კარდანახის მამულის”  დაფუძნდა 2020 წელს, როცა მარნის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, იმ დროისთვის არსებული სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისა და ჰორეკას გაერთიანება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები