დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი მიზეზი რის გამოც მომხმარებლები Hill Inn-ს ირჩევენ

სამი მიზეზი რის გამოც მომხმარებლები Hill Inn-ს ირჩევენ

21-10-2023 13:50:27

მაღალმთიან აჭარაში, ქედის სოფელ დანდალოში პრემიუმ კემპინგი Hill Inn - ჰილლ ინნ  ყველა სეზონზე მუშაობს, თუმცა დატვირთულობა წელიწადის ყველა დროში განსხვავებულია. როგორც სასტუმროს  თანადამფუძნებელი მაია ვერძაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, განსაკუთრებით აქტიურია ზაფხული, რაც შეეხება შემოდგომას, რამდენიმე მიზეზია, რის გამოც კემპინგი სტუმრებისთვის მიმზიდველობას არ კარგავს: მყუდრო გარემო, ტყის სიფერადე და სერვისის ხარისხი.

,,ზაფხულის აქტიური სეზონის შემდეგ შემოდგომაზეც ვახერხებთ, რომ მომხმარებლის აქტივობა მეტნაკლებად შევინარჩუნოთ. ამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, წლიდან წლამდე იხვეწება ჩვენი სერვისი, უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება თავისი ხარისხით და მრავალფეროვნებით, რაც ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენი დიდი უპირატესობა არის საოცარი ბუნება, შერეული ტყეა, სხვადასხვა სახეობის ხეებით, რის გამოც შემოდგომობით საოცარი ხედები იშლება, სუფთა ჰაერი და ფერების საოცარი პეიზაჟია, მთელი პალიტრა, რაც დამსვენებლებზე საოცრად მოქმედებს. ამასთან, მყუდრო გარემოა, ქალაქისგან მოშორებული, რაც მშვიდი და კომფორტული დასვენების შესაძლებლობას იძლევა. გამოგვარჩევს ხარისხიც, ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ შემოდგომა აქტიური, საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ვიზიტორებისთვის“, - ამბობს მაია ვერძაძე.

შესაბამისად, კომფორტული სასტუმრო პანორამული ხედებით, კინოთეატრით, ბიბლიოთეკით და სპა ზონით შუაგულ ტყეში მომხმარებლებში დიდი მოწონებით  სარგებლობს.

როგორც ვიცით, სასტუმროს სერვისს მალე რესტორანი დაემატება.

როგორც Hill Inn -ის  დამფუძნებელი ამბობს, მეგობრული შეკრებებისა და ოჯახებისთვის დასვენების საუკეთესო ადგილია.

კემპინგი  2020 წლის მაისში გაიხსნა და ძალიან პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებში.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები