ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული სერვისია, რასაც მომხმარებლები ითხოვენ. მოთხოვნის ზრდის პარალელურად მატულობს იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დასვენების მოყვარულებს მსგავს მომსახურებას სთავაზობენ. აგროტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული საოჯახო სასტუმრო Home Inn/ჰოუმ ინნ-ის თანადამფუძნებელი ლელა კიკალიშვილი Business Insider Georgia- თან სამ მთავარ მიზეზზე საუბრობს, რის გათვალისწინებითაც მომხმარებლებმა აღნიშნული ტურისტული ობიექტი ირჩევენ.
,,ავთენტური გარემოა, სადაც მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლის იერ-სახე, შევქმენით ხარისხიანი სერვისი, რითაც სტუმრებს ვიზიდავთ. ბევრი მიზეზია, რამაც მომხმარებლის არჩევანი უნდა განსაზღვროს, თუმცა სამ მთავარ ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას: პირველი, ეს არის, ხელმისაწვდომი ფასები ნომრებსა და კვებაზე. სტუმრებს ეზოში მოყვანილი პროდუქტებით -ხილისგან და ბოსტნეულისგან მომზადებული კერძებით ვმასპინძლობთ.
მეორე - ყველა ჩვენს სტუმარს ვახშამზე საჩუქრად ჩვენთან დაწურული, როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინის დეგუსტაციას ვთავაზობთ.
მესამე მიზეზია ტურისტული ადგილმდებარეობა -საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან 300 მეტრში. სწორედ ამ ფაქტორების გამოა, რომ ყველა ,,ვიქენდი" სეზონზე მაღალი აქტიურობით გამოირჩევა და ამ ნიშას ბოლომდე შევინარჩუნებთ", - ამბობს ლელა კიკალიშვილი.
რაც შეეხება დასვენების საფასურს, საკმაოდ ხელმისაწვდომია. კერძოდ, 2 -ადგილიანი ნომრის ღირებულება 60 ლარია, 3 - ადგილიანის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 80 ლარს შეადგენს. მომხმარებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ ოჯახში მოყვანილი ხილ-ბოსტნეული და ტკბილეული (მურაბა, ჯემი და სხვადასხვა ნუგბარი), რომელსაც სპეციალურად მათთვის საოჯახო სასტუმროს დიასახლისი ამზადებს.
ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო ,,ჰოუმ ინნ" ლაგოდეხში 2021 წელს დაფუძნდა. მომხმარებლების 90%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება