დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში ქათმის ხორცი ლიდერობს

სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში ქათმის ხორცი ლიდერობს

17-05-2023 11:29:43

2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.1 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 13.4 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 65.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 8.0 მლნ. ლარი შეადგინა. 2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ. ლარის ღირებულების (21.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 23.6 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 35.9 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 40.5 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 60.4 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (47.3 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.5 პროცენტი) და თევზეულზე (11.1 პროცენტი) მოდის. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 7.7 პროცენტს შეადგენს.

ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.2 პროცენტს, თებერვალში - 48.8 პროცენტს, ხოლო მარტში - 49.9 პროცენტს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები