დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამ დღიანი აქციები გორგიაში - ვინც დაასწრებს, იმისია

სამ დღიანი აქციები გორგიაში - ვინც დაასწრებს, იმისია

21-02-2024 19:00:00

„გორგიაში“ სამ დღიანი უპრეცედენტო ფასდაკლებები იწყება. 23 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მათთვის სასურველი პროდუქცია 60%-მდე  ფასდაკლებით შეიძინონ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე „გორგიამ“ თავის ერთგულ მომხმარებლებს ახალი აქციები შესთავაზა. 

„ხალხი მუდმივად ითხოვდა ისეთ გრანდიოზულ ფასდაკლებებს, როგორიც „გორგიას“ წელიწადში სულ რამდენიმეჯერ აქვს“, - აცხადებენ ჰიპერმარკეტ „გორგიაში“.

აქცია მოქმედებს ყველა კატეგორიაზე, 60 000-მდე დასახელების პროდუქტზე. შესაბამისად, აქ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად ნახავთ  წვრილი ტექნიკას, ავეჯს, გამათბობლებსა თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს.

ასევე სასიამოვნო სიახლე არის ის, რომ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე „გორგიას“ რიგით მეთორმეტე ფილიალი ვაკეში, AXIS TOWERS იხსნება. მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის  8 ქალაქში 11 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები