მარტის მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 528 006 ერთეული შეადგინა, რომლის 23%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 13%-ი Mastercard-ზე.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 31 მარტის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 123 291 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 66 139 ერთეულს.
ხოლო 528 006 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის მარტში 2023 წლის მარტთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 14%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 30%-ით.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარტში თებერვალთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 0.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2023 წლის მარტთან შედარებით კი 7%-ითაა შემცირებული.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა