ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 7%-ით შემცირდა. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის ქვეყანაში მიმოქცევაში 528,618 აქტიური საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო, რაც თვიურ ჭრილში 1.1%-ით შემცირებას, ხოლო წლიურ ჭრილში კი 7,2%-იან შემცირებას აჩვენებს.
თებერვლის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური საგადახდო საკრედიტო ბარათებიდან VISA-ზე მთლიანი საკრედიტო ბარათების 24%-ია, ხოლო Mastercard-ზე 13%-ი.
როგორც სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 124,745 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 66,753 ბარათი.
ხოლო 337,120 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის თებერვალში 2023 წლის თებერვალთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 14%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 31%-ით.
უახლესი
5 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება