ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ თბილისი“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის გაუმჯობესებას.
საქპატენტი აქტიურად მუშაობს დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის უახლესი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და სააპელაციო პალატის მუშაობის გაუმჯობესებისათვის, რაც დადებით გავლენას მოახდენს ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროების განვითარებაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ორივე სფეროსთან. ბიზნესისათვის საყურადღებოა სასაქონლო ნიშნებთან თუ დიზაინთან დაკავშირებული დავების სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტა, სამეცნიერო სფეროსთვის კი – მათ მიერ შექმნილ გამოგონებებთან და სასარგებლო მოდელებთან დაკავშირებული დავების ეფექტიანი გადაწყვეტა.
დღეს გამართულ საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს EUIPO-ს პრაქტიკა და გამოცდილება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს მოწყობის, სტრუქტურისა და მეთოდოლოგიაში დანერგილი ძირითადი მიმართულებების შესახებ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს წვლილი ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის კანონის სათანადო გამოყენებაში, მათ შორის, დიდი სააპელაციო საბჭოს პროცედურული წესები, თანამიმდევრულობის ციკლი და ანგარიშები. ვრცლად: https://bit.ly/43Sm4Sf
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება