„გურმეს“ ისტორია ერთი ფილიალიდან დაიწყო, თუმცა საკონდიტრო-კაფემ იმდენად მალე მოიგო მომხმარებლების გული, რომ რამდენიმე ლოკაცია დაემატა. დაფუძნებიდან 11 წლის თავზე, „გურმე“ წარმოდგენილია ორი ძირითადი ფილიალით - დიდი საწარმო მირიან მეფის 70-ში და კაფე კარტოზიას ქუჩაზე.
როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia -ს აცნობეს, ოქტომბერში კომპანიას კიდევ სამი ახალი ფილიალი დაემატება.
„ჩვენი ბრენდის კონცეფცია უცვლელია - უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. დღეს „გურმე“ საქართველოში ერთადერთი მცირე კომპანიაა კვების მიმართულებით, რომელმაც, აუდიტის შედეგად, ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო.
ჩვენმა გუნდმა გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რომელსაც ISO სერტიფიკატის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალურად შეირჩა პროდუქციის ყველა მომწოდებელი, კონტროლდებოდა პროდუქტების ხარისხი და სერტიფიკატები. სერტიფიკატი მომხმარებლისთვის გარანტიაა, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება არის მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. გარდა ამისა, „გურმეს“ გუნდი ყოველთვის აქტიურად მუშაობს, რომ მომხმარებელს სიახლეები და მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზოს.
ბოლო პერიოდში, გაიზარდა არჩევანი საკონდიტრო მიმართულებით და დავამატეთ ახალი ნამცხვრები. რა თქმა უნდა, ჩვენთან შეხვდებით ახალ, სეზონურ კერძებსაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, მირიან მეფის ფილიალში დაგვემატება საუზმის მენიუც“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, 2022 წელთან შედარებით, ,,გურმეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა უკვე 40%-ით არის გაზრდილი.
„ჩვენ ყოველთვის გვყავდა მომხმარებლები, რომლებიც დაარსების დღიდან დღემდე ჩვენი ერთგულები არიან. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ სერვისს ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ, კორპორაციული კლიენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს წარმოების გაფართოებაზეც დავიწყეთ მუშაობა. დღეის მონაცემებით, წარმოება, 2022 წელთან შედარებით, უკვე 40%-ითაა გაზრდილი. თუმცა, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ვფიქრობთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ივენთების მომსახურებაზე, ანუ ე.წ. ფურშეტზე. ამ მიმართულებით მომხმარებელს საინტერესო და მრავალფეროვან მენიუს ვთავაზობთ. ასევე, დიდია დაინტერესება ქართული რეცეპტებით მომზადებულ ნამცხვრებზე. რა თქმა უნდა, სეზონის განურჩევლად, აქტუალურობას არ კარგავს ტორტები, რომლის დიზაინსაც მომხმარებელი ჩვენს დიზაინერ-კონდიტერთან ერთად არჩევენ.
სადღესასწაულო სეზონი ახლოვდება და უკვე ვიწყებთ საახალწლო სამზადისს. დღესასწაულებზე მომხმარებლისთვის ყოველთვის გვაქვს სიურპრიზები და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. შარშან მომხმარებელთა ნაკადი და მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე იმდენად დიდი იყო, რომ ვფიქრობთ, წელს მზადებაც უფრო ადრე უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, წელსაც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ გემრიელი და მრავალფეროვანი საახალწლო სუფრა. ცხადია, გვექნება მრავალფეროვანი არჩევანი საკონდიტრო მიმართულებითაც“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ამ ეტაპზე, ,,გურმე“ 5 ობიექტით არის წარმოდგენილი. ძირითადი ფილიალების გარდა (მირიან მეფის 70 და გივი კარტოზიას 10), კომპანიის პროდუქციას შეხვდებით ,,თეგეტა მოტორსის“ დიღმის ფილიალში, თოდუას კლინიკაში თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ასევე, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ქინძმარაულის ქუჩაზე. დამატებით, ოქტომბერში გაიხსნება ფილიალები იაშვილის კლინიკაში, კავკასიის მედიცინის ცენტრში ქავთარაძეზე და თოდუას კლინიკის ნიკოლაძის ფილიალში. ამ დროის მონაცემებით, „გურმეს“ გუნდი 75 დასაქმებულისგან შედგება.
უახლესი