იცით, რომ ჩვენ ვიყავით გრანადაში, ესპანეთში და მე მქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, ჩვენ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, მოლოდინები არის, უნდა ითქვას, საკმაოდ პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კომისიასთან, კომისიის შესაბამის სტრუქტურებთან და ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს.
„არ მინდა ახლა იმაზე მეტი ვთქვა, რაც ამ ეტაპისთვის არის მიზანშეწონილი. მე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, მივდივარ ბრიუსელში ძალიან მალე და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ კომისიის შესაბამის სტრუქტურებთან, ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს აი ახლა და 8 ნოემბერს, ნოემბრის დასაწყისში, მე ასე მინდა ვთქვა, ნოემბერში იქნება გადაწყვეტილება კომისიის, რეკომენდაცია და ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ და არა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან და სხვა შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რაიმენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში. ამ ბოლოში გასვლა ჩვენ ველოდებით იმედიანად, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე როგორც შარშან ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, გაუმართლებელი და უფრო მეტიც, იყო უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან იმ დროს, მაგრამ მე აღარ მინდა წარსულზე გავაკეთო კომენტარები, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ბოსნია-ჰერცოგოვინას აქვს სტატუსი, მოლდოვას, უკრაინას, მე ყველას მადლობა მინდა ვუთხრა ვინც მიანიჭა სტატუსი და ამ ქვეყნებს მინდა წარმატება ვუსურვო, მაგრამ ჩემს ქვეყანაზე და ჩვენს ქვეყანაზე მაქვს მთავარი ფოკუსირება და მთავარი ყურადღება გამახვილებული, აი ამ დამსახურებაზე და ამ ყველაფერზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი
13 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა15 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს