დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახლებსა და ოფისებში მწვანე კედლის მოწყობაზე მოთხოვნა იზრდება - Green Wall

სახლებსა და ოფისებში მწვანე კედლის მოწყობაზე მოთხოვნა იზრდება - Green Wall

27-04-2023 19:55:24

 

კომპანია Green Wall-ში, რომელიც ბაზარზე 4 წლის უკან გამოჩნდა და სახლებსა თუ ოფისში მყუდრო, ლამაზი და მწვანე გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა მზარდია.

Green Wall-ი მწვანე კედლის მოწყობის გარდა გამწვანებით სამუშაოებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებიც უკვე დიდი გამოცდილებაც აქვს. 

როგორც „ბიზნეს ინსაიდერს“ Green Wall-ის დამფუძნებელმა დავით ჯავახიშვილმა განუცხადა, მათთან 1 კვ/მ მწვანე კედლის მოწყობა 350 ევროდან 400 ევრომდე ჯდება და კომპანია ცდილობს, რომ მზარდი ინფლაციის მიუხედავად ფასები სტაბილურად შეინარჩუნოს.

„ფასი სტანდარტულად გვიჭირავს, ვცდილობთ რომ ცვადებადობა არ გვქონდეს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებული.

რაც შეეხება გამწვანებისთვის საჭირო მცენარეებს, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ, თუმცა დიდი შეკვეთის შემთხვევაში იმპორტიც უწევთ.

კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით მცენარეების იმპორტს ძირითადად ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან ახორციელებენ. 

„როდესაც კლიენტი მოდის ჩვენ გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ და ვურჩევთ თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ ექსტერტიერისა თუ ინტერიერის მოწყობა, თუმცა დამკვეთის სურვილებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ინტერიერის მცენარე ინტერიერში უნდა იყოს და ექსტერიერის ექსტერიერში და ამიტომ წინასწარ ხდება გარემოს კარგად შესწავლა.

ხშირად არის, როდესაც ბევრმა არ იცის და არასწორად გამოიყენებენ მცენარეებს და მერე პრობლემები აქვთ. ამიტომ, ჩვენ საწყისშივე სწორად ვგეგმავთ და ამიტომაცაა, რომ წარმატებით მიდის ჩვენი ბიზნესი“, - აცხადებს დავით ჯავახიშვილი.  

დამკვეთისთვის მწვანე კედლის მოწყობის შემდეგ, Green Wall-ის სპეციალური სამსახური მასზე ზრუნვას აგრძელებს.

„სპეციალური მომსახურების სერვისი გაქვს და ამ კედლებს პერიოდულობით ვაკონტროლებთ და ვუვლით. თუ კი რაიმე ხარვეზი დაფიქსირდება ვახდენთ მცენარეების ჩანაცვლებას. თუ რაიმე შეცდომა არ გაიპარა, ან მცენარე არ დაავადდა ისე მათი შეცვლა ან ჩანაცვლება საჭირო არ არის. ამიტომ მაქსიმალურად სიფრთხილით ვეკიდებით ყველაფერს, რათა ზედმეტი ხარჯის გაღება არ მოგვიწიოს“,-  ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. 

Green Wall-ის დამფუძნებლის თქმით, სპეციალური სერვისისთვის დამკვეთი თვიურ გადასახადს იხდის, რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თავად მწვანე კედლის ფართობზე. 

როგორც Green Wall-ის დამფუძნებელი აცხადებს, მათი დამკვეთები დღეს სხვა ტიპის კომპანიები არიან. რადგან დღეს სამშენებლო კომპანიები გამწვანებას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, გამწვანება მხოლოდ მათ პროექტების „რენდერებზეა“. 

„ჩვენი დამკვეთები სამშენებლო კომპანიები ნაკლებად არიან. ჩვენი სერვისით უფრო რესტორნები, სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები სარგებლობენ“, - აცხადებს დავით ჯავახიშვილი. 

როგორც ცნობილია, 2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. აქამდე ეს ვალდებულება მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდებოდა.

Green Wall-ის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ამ ფონზე კომპანიის გაყიდვების ზრდაა მოსალოდნელი. 

დღეისათვის Green Wall-ში სისტემატურად 5-6 თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა დიდი შეკვეთის შემთხვევაში ხდება კადრების დამატება. ხოლო რაც შეეხება, ზოგადად ბაზარზე არსებულ კადრების დეფიციტს Green Wall-ში მათ შემთხვევაში ამ პრობლემას ვერ ხედავენ.

Green Wall-ი მხოლოდ თბილისზე ორიენტირებული არ არის და შეკვეთების არსებობის შემთხვევაში რეგიონებშიც ინტენსიურად მუშაობს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები