სახელმწიფო „საკვების წარმოების კომპანიის“ წილიდან გადის და კომპანიის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 62.97%-იანი წილს ყიდის.
აუქციონი, სადაც აღნიშნული წილის გასხვისება იგეგმება 29 მაისსა ჩანიშნული. ლოტის საწყისი ღირებულება კი 2 115 000 ლარია.
კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: მცხეთაში, სოფელ ნატახტარში მდებარე 30000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
კომპანიის აქტივები (2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) შეადგენდა 2 921 784 ლარს, ხოლო ვალდებულებები 407 452 ლარს. „საკვების წარმოების კომპანიის“ კაპიტალი (2023 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) 2 514 332 ლარი იყო.
შპს "საკვების წარმოების კომპანიის" უძრავი ქონება - მცხეთაში, სოფელ ნატახტარში მდებარე 30000.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, გადაცემულია დროებითი სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით.
უახლესი