სახელმწიფო „ზუგდიდის ფარმაციის" 100%-იან წილს ასხვისებს. კომპანია გასასხვისებლად eauction.ge-ზე უკვე გამოტანილია, ხოლო აუქციონი 29 მაისსა ჩანიშნული.
ობიექტის საწყისი ღირებულება კი 153 000 ლარია.
კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩა N18-ში მდებარეობს.
საუბარია 228.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართზე. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 94 186 ლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის ვალდებულებები და კაპიტალი, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 94 186 ლარად იყო განსაზვრული.
უახლესი