ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გადამზიდველთა საყურადღებოდ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია რომ 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, რუსეთის ტერიტორიაზე ხდება კომუნიკაციების გამოცვლის და ამიტომ მოძრაობის წესში გარკვეული ცვლილებები შედის.
„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ 13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო - გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11-დან 6 ზოლამდე შემცირებით“, - აღნიშნულია სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა