საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 11 ივლისს 10- წლიანი 25 მლნ ლარის (9.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.4-ჯერ მაღალი იყო, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.206პპ-ით შემცირდა და 7.983% შეადგინა.
ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 11 ივლისს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 1.8-ჯერ მაღალი იყო, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.206პპ-ით შემცირდა და 9.449% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 18 ივლისს, სადაც 10-წლიანი 60 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები