დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო 111.1 მლნ ლარის სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ყიდულობს

სახელმწიფო 111.1 მლნ ლარის სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ყიდულობს

03-10-2023 16:30:31

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 111 მლნ 131 ათასი 636 ლარის სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ყიდულობს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2023-2024-2025 წლების განმავლობაში.

მედიკამენტის რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან, შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობა დამოკიდებულია პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაზე. ბენეფიციარი, პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება მხოლოდ ონკოლოგიური დაავადების დადასტურების შემდეგ, ამასთან, მკურნალობის პერიოდში, შესაძლებელია ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეიცვალოს მისაღები მედიკამენტის დასახელება და დოზირება.

მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან სპეციალურ ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკებები უკვე ფინალისკენაა. 

„ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე, მათ შორის, მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად და ქვეყანაში მედიკამენტების ფასებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფომ, 2022 წლიდან განახორციელა არაერთი ღონისძიება. მიუხედავად ამისა, ინოვაციური მედიკამენტების ფასები და მათზე ხელმისაწვდომობა კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან, მედიკამენტებზე დანახარჯი ოჯახებისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. ამასთან, მაღალი ფასები საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას, ვინაიდან აღნიშნული სერიოზულ გავლენას ახდენს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტზე. საკითხი მწვავედ დგას ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა „დაუკმაყოფილებელი საჭიროებები“, რადგანაც განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, პაციენტი სრულად ვერ ღებულობს წლიური კურსის ფარგლებში განსაზღვრულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე იზრდებოდა (ა) სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის წლიური ლიმიტების მოცულობა (ბ) მცირდებოდა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის მოცულობა და (გ) ფართოვდებოდა ასანაზღაურებელი მედიკამენტების ჩამონათვალი“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები