2024 წლის ივნისში 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 260.63 მლნ ლარი.
საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.132%-ზე დაფიქსირდა.
საამგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 80 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები. განხორციელდა 40 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციების დაფარვა.
სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელმა მცირე ცვლილებები განიცადა. 2024 წლის 30 ივნისისთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 28.5% ფორმირებულია (წინა პერიოდში 28.9% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-დან 5 წლამდე ობლიგაციებს (27.1%). 5 წელზე ზევით დაფარვის მქონე ფასიანი ქაღალდების წილი 25.3%-დან 26.9%-მდე გაიზარდა.
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (მაისი 1.82) შედარებით შემცირდა და 1.62 შეადგინა.
უახლესი