2024 წლის ივლისში 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 271.6 მლნ ლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.332%-ზე დაფიქსირდა.
გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 130 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები. განხორციელდა 40 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციების დაფარვა.
სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელმა ცვლილებები განიცადა. 2024 წლის 31 ივლისისთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 28.6% ფორმირებულია (წინა პერიოდში 26.9% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 5 ან მეტი წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (28%). 3-დან 5 წლამდე დაფარვის მქონე ფასიანი ქაღალდების წილი 27.1%-ზე შენარჩუნდა.
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ივნისი 1.62) შედარებით შემცირდა და 2.74 შეადგინა.
პორტფელის ჯამური საშუალო შეწონილი ვადიანობა (ATM) უმნიშვნელოდ გაიზარდა 3.46-დან 3.48 წლამდე.
უახლესი