დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსთვის სტუმარ-მასპინძლობა სიყვარულით გაჯერებული შრომაა - Euronews

საქართველოსთვის სტუმარ-მასპინძლობა სიყვარულით გაჯერებული შრომაა - Euronews

21-10-2024 16:26:00

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას პირველად უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში, საქართველო გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, „Euronews“-ის ობიექტივში მოექცა.

საქართველოს ეწვივნენ სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან : „Forbes“, „Bloomberg“, „Euronews“ , „Conde nast traveler“. ჟურნალისტები ღონისძიების გაშუქების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნენ. „Euronews“-ის ჟურნალისტი ლოტი ლიმბი საქართველოში მიღებულ უახლეს გამოცდილებას უზიარებს მკითხველს.

ავტორი აღფრთოვანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნანახი ოქროს ნაკეთობების გენიალურობით, იგი ხაზს უსვამს არქიტექტურისა და კულტურის ერთ ჭერქვეშ შერწყმას. ჟურნალისტი განსაკუთრებულ გამართლებად მიიჩნევს საქართველოში სექტემბრის მიწურულში ჩამოსვლას, რადგან მისი აზრით, ამ პერიოდში ქვეყნის ეროვნული ღირსება მეტად მკაფიოდ იკვეთება.

ჟურნალისტი არ იშურებს რჩევების სერიას საქართველოს მომავალი სტუმრებისთვის და შესაბამისად, სტატიაც მრავალმხრივი რეკომენდაციებითაა დატვირთული.

„Euronews“-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულად გამოხატავს, საქართველოში, როგორც ღვინის სამშობლოში, ჩამოსვლით განცდილ სიამაყეს. იშველიებს კახეთის ტურის ფარგლებში გიდისგან გაგონილ სიტყვებს: „თუ კაცი კარგ ღვინოს ამზადებს, ესე იგი, კარგი კაცია, რადგან ცუდი კაცი კარგ ღვინოს ვერ გამოიყვანს, ქვევრში ღვინის დამზადების მეთოდი „იუნესკომ“ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, შესაბამისად, ქვევრის ღვინის ყლუპში „იუნესკოს“ ელფერიცაა ჩაქსოვილი“.

სტუმარი ალავერდის მონასტრის, თელავისა და წინანდლის დიდებულებას არ ტოვებს უყურადღებოდ. ასევე, ასახელებს კონკრეტულ ადგილებსა და მეღვინეობებს, სადაც ღირს ქართული ღვინის დაგემოვნება.
ავტორის აზრით, საქართველოში კერძებზე აზრის გაელვება ავტომატურად აცოცხლებს მრავალფეროვან არჩევანსა და ფართო გასაქანს. „საქართველოს სამზარეულო აღმატებულად სახასიათოა, ხაჭაპური „უნამუსოდ“ გემრიელი, აჯაფსანდალი, შეიძლება ითქვას, რომ გემოებით გამდიდრებული მოთუშული ბოსტნეულის კერძი, ხოლო ხინკალი კი ხორცით გატენილი გულსართიანი კერძი“,- აღწერს ჟურნალისტი.

სტატიის მიწურულს ლოტი ლიმბი აცხადებს, რომ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის დასრულება და კვლავ დაბრუნების სურვილის გაღვივება ერთმანეთს მიება. ჟურნალისტს უკვე აქვს წარმოდგენილი, თუ რით დაკავდება საქართველოში მომდევნო ვიზიტის ფარგლებში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები