დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სავალუტო ფონდის $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა

საქართველოში სავალუტო ფონდის $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა

17-07-2023 22:29:01

Business Insider Georgia-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მიმოხილვა შეჩერებულია.

სსფ-ს წარმომადგენლობაში პროგრამის მიმოხილვის შეჩერების მიზეზებს არ განმატავენ და აცხადებენ, რომ „პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩრებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამა დაიხურა. როდის განახლდება მიმოხილვა, ჯერ ცნობილი არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში. 

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი. 

მანამდე, სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცების პროცესზე  სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის უახლეს ანგარიშში იყო საუბარი: „როგორც ჩანს, ბორდის მიერ მეორე მიმოხილვის დამტკიცება გადაიდო, ნაწილობრივ სებ-ის მართვის სტრუქტურის ცვლილებაზე უთანხმოების გამო“,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 22 ივინსს, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე ვეტო დაადო, შემდეგ კი პარლამენტმა დაძლია, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღეს.

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

კანონპროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს, შემდეგ კი ამ გადაწყვეტლებას ვეტო დაადო. 

ცნობილია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები