დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობით Mastercard-ი პირველია

საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობით Mastercard-ი პირველია

25-10-2023 11:00:18

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ პოპულარულობას ისევ Mastercard-ი ინარჩუნებს. სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მასალის თანახმად, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა  7,958,144  ერთეულს შეადგენდა, რაც აგვისტოსთან შედარებით 1.2%-იან ზრდას ნიშნავს, ხოლო 2022 წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით კი 15%-იან ზრდას.

30 სექტემბრის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51,5%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA. 

თვიურ ჭრილში აქტიური Mastercard-ის სადებეტო ბარათების რაოდენობა 1.1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო VISA 1%-იან ზრდას.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 17%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1,377,214 ერთეულ ბარათზე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები