დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ყვავილების იმპორტით სომხეთი პირველია

საქართველოში ყვავილების იმპორტით სომხეთი პირველია

29-09-2023 11:00:42

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 3,135.29 ათასი დოლარის ღირებულების 1,126.36 ტონა ყვავილების იმპორტი განახორციელა, რაც რაოდენობრივ ჭრილში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 46%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 773.62 ტონა ყვავილის იმპორტი აწარმოა.

ირკვევა, რომ საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ნომერ პირველი იმპორტიორი სომხეთია, საიდანაც 8 თვეში 448.58 ტონა ყვავილის იმპორტი დაფიქსირდა, რაც მთლიანად მოჭრილი ყვავილების იმპორტის 40%-ია.

მეორე ადგილზეა თურქეთი, რომელზედაც იმპორტის 33%-ი მოდის, ხოლო მესამე პოზიციას ეკვადორი იკავებს (15%).

  • სომხეთი - 448.58 ტონა - 956.04 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 368.81 ტონა - 298.87 ათასი დოლარი,
  • ეკვადორი - 172.27 ტონა - 772.13 ათასი დოლარი,
  • ნიდერლანდები - 61.69 ტონა - 807.33 ათასი დოლარი,
  • კენია - 54.72 ტონა - 195.82 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყვავილების იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 1,203.17 ტონა  მოჭრილი ყვავილები და კოკრები შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 3,006.51 ათასი დოლარი შეადგინა. 

თუმცა თუ მიმდინარე მაჩვენებლებს დავაკვირდებით 2023 წლის 8 თვის ყვავილების იმპორტის სტატისტიკა ახლოსაა 2022 წლის სტატისტიკასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ყვავილების იმპორტის კუთხით ზრდა აუცილებლად იქნება. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები