დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში პიცა ჰატის პირველი რესტორანი გაიხსნა

საქართველოში პიცა ჰატის პირველი რესტორანი გაიხსნა

24-01-2024 12:40:00

საქართველოშიც პიცა ჰატის პირველი რესტორანი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

„1958 წელს ორმა ძმამ $600 დოლარი ისესხა პიცერიის გასახსნელად. დღეს იმავე პიცერიას 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს მსოფლიოში.

მოხარული ვართ, რომ უკვე საქართველოშიც გაიხსნა პიცა ჰატის პირველი რესტორანი! მრავალფეროვან და გემრიელ პიცასთან ერთად ეს სიახლე ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები