საგადასახადო შეღავათების დაწესებამ ბიძგი მისცა საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის IT სექტორის კვლევაშია ნათქვამი.
სექტორში ჯამურად მსხვილი და საშუალო კომპანიების რაოდენობა 72- ია. ამასთან, უცხოური წარმომავლობის IT კომპანიების წილი 84%-ია.
საგადასახადო შეღავათების შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს შემოსვლა, მათ შორის Epam, Lineate, Sweeft Digital და სხვა.
2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში მოქმედებს მთავრობის შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა IT სექტორში დაკავებული საერთაშორისო კომპანიების მიმართ;
FDI გრანტის მიღების შესაძლებლობა სამთავრობო ორგანიზაცია აწარმოე საქართველოსგან
IT პროფესიონალების გადამზადების პროგრამა „Do IT In Georgia”-სა და GITA-ს თამნამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც 4,000-მდე პროფესიონალი გადამზადდა. კომპანიების შიდა (in-house) ტრენინგები.
IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირდება.
უახლესი