დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მოხმარებული თევზის 97,5% იმპორტირებულია - სოფო დიასამიძე

საქართველოში მოხმარებული თევზის 97,5% იმპორტირებულია - სოფო დიასამიძე

06-04-2023 14:30:06

საქართველოში ხმელეთზე მოხმარებული თევზის 97,5% იმპორტირებულია, ამის შესახებ ასოციაცია "ფორეჯის" გამგეობის თავმჯდომარე სოფო დიასამიძე Business Insider Georgia-თან აცხადებს.

სოფო დიასამიძე, რომელიც თავადაც ფერმერულ საქმიანობას ეწევა, ამბობს, რომ ქვეყანაში თევზის წარმადობა იმდენად დაბალია, რომ ეს საერთო ამინდს ვერ ქმნის და იმპორტზე დამოკიდებულება მაღალია. 

„იმ რესურსების სწორად განვითარებით, რაც სახელმწიფოსა და დონორ ორგანიზაციებს აქვთ, შესაძლოა, დარგი განვითარდეს“, მიიჩნევს ფერმერი, თუმცა ამბობს, რომ  დღეს განსხვავებული რეალობაა.

დიასამიძის თქმით, როდესაც კვლევა, ჩატარდა, 480 ფერმერიდან, რომელსაც ამ მიმართულებით ჰქონდა კრედიტი აღებული მიზნობრივად მხოლოდ 1%-მა გამოიყენა.

„დარგის განვითარებას ქვეყანაში აკვაკულტურაში არსებული პრობლემები აფერხებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ პრობლემების გამოსწორების ტენდენციებია. პირველი ეს არის ცნობიერება, რაც ჩემი აზრით უდიდესი პრობლემაა. მეორეა განათლება, შესაბამისი სასწავლებლები თუ საგანმანათლებლო უწყებები ნაკლებად ჩართულები არიან და არ გაქვს ხელმისაწვდომობა, მესამეა - თანამედროვე ტექნოლოგიებზე, იგივე ლაბორატორიაზე ხელმისაწვდომობა.  
ასევე პრობლემებია თევზის გენეტიკასთან და საკვებწარმოებასთან  დაკავშირებით.

2023 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა კანონი „აკვაკულტურის შესახებ“. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები დარეგულირდება. 

კანონის ერთ-ერთი პუნქტით ფერმერებს თევზის დაავადებების კონტროლი გვევალება, მაგრამ თუ სახელმწიფო შესაბამისს სერვისს არ შეგვიქმნის ეს ძალიან გაგვიჭირდება. საუბარია ასევე წარმოებაში მედიკამენტებს მიღებისა და თევზის ხარისხის კონტროლზე და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თემების დალაგება-მოგვარებით მწარმოებლები უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ და უფრო მეტად ჩაერთვებიან თუნდაც საგანმანათლებლო ტრენინგებში, რაზეც ხელი მიგვიწვდება“, - აცხადებს "ფორეჯის" გამგეობის თავმჯდომარე.

რაც შეეხება პოტენციალს, სოფო დიასამიძე აცხადებს, რომ იმპორტის ჩანაცვლების პერსპექტივებს უახლოეს 10 წელში ვერ ხედავს. 

„ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ იმპორტი თუ ბაზარზე სტაბილური მწარმოებლები გავხდებით. საშუალო წარმადობა საქართველოში, ძირითადად საკალმახეების 90%-ში მაქსიმუმ 10 ტონას შეადგენს, რაც საკმარისი არ არის. ისიც მთლიანი რესურსი მორგებულია ტურისტულ სეზონზე. მაგრამ ბოლო პერიოდში, რაც საქართველოში მასიურად ხდება უკრაინის და რუსეთის მოქალაქეების მიგრირება და თევზზე მოთხოვნა გაიზარდა, ინტერესიც გაიზარდა.

მეკალმახეობა სპეციფიკური დარგია. თუ გვსურს მიუახლვდეთ ევროპული ქვეყნების სტანდარტებს, . მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომ მომხმარებლებამდე ჯანსაღი პროდუქცია მივიდეს. თევზს უდიდესი კვებითი ღირებულება აქვს, მაგრამ შესაძლოა, არასწორი გამოზრდით ის ერთ-ერთი მავნებელი პროდუქტი გახდეს“, - აცხადებს სოფო დიასამიძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები