დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა მცირდება - კვლევა

საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა მცირდება - კვლევა

01-07-2023 11:00:42

მასწავლებელთა რაოდენობა და მათი დინამიკა ზოგადი განათლების სექტორის ერთ-ერთი მნიშვნე-ლოვანი კომპონენტია.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, საქართველოში დასაქმე-ბული მასწავლებლების რაოდენობა 2019 წლიდან მცირდება, რაც გარკვეულწილად ამავე წელს გატარებული განათლების რეფო-რმით აიხსნება, რომელიც საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აძლევდა საშუალებას შეეწყვიტათ პრო-ფესიული საქმიანობა და მიეღოთ ერთჯერადი ფულადი ჯილდო, რომელიც მათი ორი წლის ჯამურ ხელფასს შეადგენდა.

კერძო სკოლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების პოვნა და მათთან თანამშრომლობა. გარდა ბაზარზე კვალიფიციური კადრების სიმცირისა, კერძო სკოლებისთვის გართულდა კონკურენციის გაწევა საჯარო სკოლების მიერ გაცემულ შრომის ანაზღაურებასთან, რო-მელიც მასწავლებლებს თავიანთი სტატუსის შესაბამისად მნიშვნე-ლოვნად გაზრდილ ხელფასს სთავაზობს.

კერძო სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იდენტური ანაზღაურების შეთავაზებას, რამაც გამოიწვია კერძო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა საჯარო სკოლაში გადასვლა. შესაბამისად, მასწავლებელთა რაოდენობამ მეტად დაიკლო კერძო სკოლებში.

განათლების სამინისტროს მიერ დანერგილმა ახალმა სახელფასო სისტემამ საჯარო სკოლებს აარიდა კადრების დეფიციტი, რომელიც პედაგოგების სამუშაო ძალიდან გასვლას უნდა გამოეწვია და მან ძირითადად გავლენა იქონია კერძო სკოლებზე. მასწავლებელთა რაოდენობის შემცირება კერძო სკოლებში ასევე გარკვეულწილად აიხსნება კერძო სკოლების რაოდენობის კლებით.

კერძო სკოლებში, საერთო ჯამში მასწავლებელთა რაოდენობა 2022 წელს 20%-ით შემცირდა. იმავე პერიოდში, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა კი 3%-ით გაიზარდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად მზარდია და 2022/23 სასწავლო წელს 633.3 ათასს მიაღწია, ხუთწლიან პერიოდში კი კუმულატიური წლიური ზრდის ტემპმა 2% შეადგინა.

2022/23 სასწავლო წლის სტატისტიკის მიხედვით, 569.6 ათასი მოსწავლე (89.9%) საჯარო სკოლაში სწავლობს, ხოლო 63.7 ათასი (10.1%) კერძო სკოლას ანიჭებს უპირატესობას.

მოსწავლეთა წილობრივი გადანაწილებით თბილისი ლიდერობს 35%-იანი მაჩვენებლით, იმერეთი 13%-იანი წილით მეორე ადგილს, ხოლო ქვემო ქართლი 12%- ით მესამე ადგილს იკავებს.

  • თბილისი 35%
  • აჭარის არ 11%
  • იმერეთი  13%
  • კახეთი 7%
  • სამეგრელო & ზ. სვანეთი 7%
  • ქვემო ქართლი 12%
  • შიდა ქართლი 6%
  • სხვა მუნიციპალიტეტები 9%

რეგიონების წილობრივი გადანაწილების ცვლილება წლების განმავლობაში უმნიშვნელოა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები