დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ლუდის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა

საქართველოში ლუდის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა

10-10-2024 11:15:00

საქართველოში ლუდის იმპორტი 30%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 10,531,168.19 ლიტრი ლუდი იყიდა, რაშიც 11,710.65 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს სტატისტიკით კი ქვეყანაში 8,120,107.21 ლიტრი ლუდის იმპორტია დაფიქსირებული.

საქართველოში ლუდის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა გერმანიაა, რადგანაც სწორედ გერმანიაზე მოდის ლუდის იმპორტის 29%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდს ყიდულობს:

  • გერმანია - 3,038,274.02 ლიტრი,
  • რუსეთი - 1,799,960.68 ლიტრი,
  • თურქეთი - 1,635,292.48 ლიტრი,
  • ჩეხეთი - 729,447.64 ლიტრი,
  • ესპანეთი - 651,968.16 ლიტრი.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით ლუდი ქვეყანამ წლიურ ჭრილში 2023 წელს იყიდა, სულ 17,170,850.07 ლიტრი, რაშიც 9,223.95 ათასი დოლარი გადაიხადა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები