IT სპეციალობის პოპულარობა აბიტურიენტებში მზარდია, - ამის შესახებ ამ სექტორის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი.
კცლევის თანახმად, IT პროგრამებზე ჩარიცხვები მზარდია, კოვიდ პანდემიის პერიოდში დროებითი შემცირების შემდეგ.
ყოველწლიურად საშუალოდ 3,000-ზე მეტი სტუდენტი აბარებს IT ფაკულტეტზე და 2023/24 სასწავლო წლის მდგომარეობით IT პროგრამებზე 11,122 სტუდენტი სწავლობს.
„საქართველოში IT პროგრამები 21 უნივერსიტეტში ისწავლება. დარგის დინამიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწავლო პროგრამებისა და კურსების რაოდენობის ზრდა. 2023 წელს პროგრამისტის პოზიციაზე 4,000-მდე ვაკანსია გამოცხადდა და მოთხოვნა დინამიკაში მზარდია“, - ნათქვამია კვლევაში.
უახლესი