ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა და 14 395.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38.9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2022 წელთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), 148.0 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი) და 16.4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტი).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება უმნიშვნელოდ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 1 114.5 ათასი მ3 შეადგინა.
წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77.7 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (13.1 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.
2023 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 12 268.5 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 8.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
უახლესი
3 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს8 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები16 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები18 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს