დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს

23-04-2024 13:00:00

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 7,5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 1 680 436 ავტომობილი იყო, 2022 წელს კი 1 563 165 ავტომობილი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 37%-იან ზრდას აჩვენებს. 

2023 წლისთვის ქვეყანაში არსებული ავტომობილების 37%-ი თბილისშია თავმოყრილი, სულ 622 174 ავტომობილი. 13%-იანი წილით, მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 2023 წლისთვის ავტომობილების მაჩვენებელი 216 591 ავტომობილს აღწევდა. მესამე პოზიციაზე კი ქვემო ქართლია, სადაც 2023 წელს 167 016 ავტომობილი იყო თავმოყრილი. 

TOP-10 ავტომობილების ბრენდის განაწილება საქართველოში (2023 წელი)

  • MERCEDES-BENZ - 211161
  • TOYOTA - 178419
  • FORD - 159263
  • VAZ - 153923
  • OPEL - 146142
  • BMW  - 79205
  • VOLKSWAGEN - 72532
  • NISSAN - 68197
  • HONDA - 65280
  • MITSUBISHI - 54105

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები