მსოფლიოში დაზღვევის ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო. დაზღვევა სათავეებს ჯერ კიდევ ინგლისში იღებს, სადაც ადამიანები გემებს აზღვევდნენ. ვაჭრები თანხმდებოდნენ, რომ რისკი უნდა დაზღვეულიყო. შესაბამისად გემთმფლობელს პრემიას ართმევდნენ და დაფაზე აღნიშნავდნენ, რომელი გემი იყო დაზღვეული და რა მარშრუტს ასრულებდა. ეს იყო 5-6 საუკუნის წინ. ამის შემდეგ დაზღვევა რა თქმა უნდა ვითარდება. თანამედროვე დაზღვევა ჩამოყალიბდა რისკის მართვის მთავარ საშუალებად. მსოფლიოში ეს ფაქტორი აღიარებულია. ამიტომ განვითარებული მსოფლიოს 21-ე საუკუნის მოქალაქეს დაზღვევის გარეშე ცხოვრება უჭირს. ამ შემთხვევაში, როგორც პირად რისკებზე მაქვს საუბარი, ასევე ორგანიზაციებზე, რომლებიც უფრო აქტიურად იყენებენ მსოფლიო მასშტაბით დაზღვევას და მათი ოპერირება ამის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით, ცნობიერება ქვეყანაში დღეს მაინც დაბალია. საქართველოში დაზღვევის ისტორიას რომ გადავხედოთ, სულ 33 წელს ითვლის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი საუკუნეებს. ასე თუ შევხედავთ, საქართველო არის ძალიან ახალგაზრდა ბაზარი. „ალდაგი“ ბაზარზე 33 წელია ოპერირებს, ბაზარიც 33 წლისაა. როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, შეიქმნა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, რომელმაც ცნობიერებაზე დაიწყო მუშაობა. არავინ არ იცოდა თუ რა სარგებელს მოიტანდა სადაზღვევო კომპანია, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად შეიქმნა. დაახლოებით 20 წელია სადაზღვევო სფეროში ვსაქმიანობ და ამ სექტორთან ერთად გავიზარდე. რომ დავუბრუნდეთ ცნობიერების საკითხს, ფინანსური განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით ცნობადობა უფრო დაბალია, ვიდრე საბანკო პროდუქტებთან. საბანკო პროდუქტები საქართველოში არის ძალიან განვითარებული, თუნდაც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რასაც ვერ ვიტყვით დაზღვევაზე.
ჩვენც და მთავრობაც შევთანხმდით, თუნდაც ბოლო მოვლენების შემდეგ, რომ დაზღვევა არის ფინანსური სექტორის განვითარებადი სახეობა და მისი დაბეგვრის ესტონურ მოდელში ჩასმა სწორედ ამაზე მიუთითებს. მე სადაზღვევო ინდუსტრიისა და „ალდაგის“ მთავარ დანიშნულებად მიმაჩნია, რომ მოქალაქეებს აუხსნათ, რომ დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. დღეს საქართველოში დაზღვევის ცნობადობა დაბალია.
პირველი - დაზღვევის მნიშვნელობა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება თუ რა არის დაზღვევა, ესაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის. მეორე - დღეს საქართველოში არ გვაქვს მასობრივი სავალდებულო დაზღვევის სახეობა, რაც ზოგადად ხელს უშლის ბაზრის განვითარებას. აქ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, სადაც ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა 50-60-იან წლებში მიიღეს. გერმანია და საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ამ დონეზე არიან განვითარებულები. მანამდე ვიდრე მიღებდნენ ამ დაზღვევას იგივე დონეზე იყო ეს ბაზრები. ამან აქტიურად შეუწყო ხელი საცალო ბაზრის განვითარებას. ამიტომ ვფიქრობ, ერთია სოციალური მდგომარეობა და მოქალაქის დაცვა, ვგულისხმობ სავალდებულო ავტოდაზღვევას, რაც ხელს შეუწყობს დაზღვევის სექტორის განვითარებას. ვფიქრობ ესაა, მნიშვნელოვანი მეორე გამოწვევა.
მესამეა - თვითონ სადაზღვევო ინდუსტრიის სტაბილურობა და განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის მოთამაშეებმა სწორად მართონ კომპანიები და სწორად მიაწოდოს მოქალაქეს, მოსახლეობასა და ბიზნესს იმ რისკს განფასება რაც რეალურია.
თვითონ ბაზრის შემადგენლობას რომ შევხედოთ და სადაზღვევო ინდუსტრიის სტრუქტურას, ესაა ჯანმრთელობის დაზღვევა. „ალდაგი“ ერთად-ერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც აქცენტირებულად მუშაობს ყველაფერზე ჯანმრთელობის. სხვა ყველა სახეობის პოლისს ვყიდით. დაზღვევის ეს სახეობა ყველაზე პოპულარულია საქართველოში, თუმცა არასიცოცხლის დაზღვევაში, ყველაზე აქტიურად განვითარებულია ავტომობილების დაზღვევა, რაც დაახლოებით სრულად მოზიდული პრემიის 35%-ია.
რეალურად საქართველოში ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ ავტომობილის დაკარგვის ან დამტვრევის. ისინი ამბობენ, რომ ავტომობილი ჰყავთ და არა აქვთ. თუმცა მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. დღეს ბაზარზე ოპერირებს 18 კომპანია. დაზღვეული ავტომობილების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, რეგისტრირებულია 1,7 მილიონი ავტომანქანა.
კარგი იმპულსები მოდის. 2022 წელს საცალო მიმართულება 35%-ით გაიზარდა. პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ ადამიანებს უფრო ეშინიათ თავისი ქონების დაკარგვა და ამისმა გაცნობიერებამ გამოიწვია საცალო ბაზრის ზრდა. სავალდებულო დაზღვევა იქნება სტიმული იმისა, რომ ადამიანებმა უფრო დაიცვან თავისი ქონება. რაც უფრო მეტი პოლისი გაიყიდება, ტარიფები მკვეთრად შემცირდება ბაზარზე.
ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა მუდმივად დავნერგოთ სიახლეები ბაზარზე. 1997 წელს „ალდაგმა“ დანერგა ავტომობილების დაზღვევის პოლისი. 1998 წელს სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, რომელსა დღეს ბაზარი აქტიურად იყენებს, ხოლო 1999 წელს „ქონების დაზღვევა“ შემოიტანა ბაზარზე. ასევე აქტიურად მონაწილეობდა კომპანია კანონმდებლობის შემუშავებაში. ვიდრე ბაზარი დარეგულირდებოდა და საზედამხედველო უწყება შეიქმნებოდა, იმაზე 10 წლით ადრე შეიქმნა კომპანია. 2-3 წლის წინ არაერთი სიახლე დავნერგეთ, მათ შორის „ქონების გამარტივებული დაზღვევა“, კრიტიკული დაავადებებს დაზღვევა, პრემიული დაზღვევა „პრიმო“. ვგეგმავთ სიახლეებს და ბაზარს საცალო დაზღვევის განახლებულ და განახლებულ არაერთ პოლისს შევთავაზებთ. პანდემია ძალიან კარგად გამოვიყენეთ. გავხდით გაეროს „გლობალ კომპატის“ გამარჯვებულები ორი წლის წინ, რამაც ხაზი გაუსვა „ალდაგის“ ნოვატორობას. ზუსტად ამ დარგში, ინოვაციებსა და ციფრულ გადაწყვეტილებებში მივიღეთ ეს ჯილდო, რომლის მოპოვებაც მარტივი არ არის. ჩვენ საქართველოში პირველებმა დავნერგეთ ტელემატიკის დაზღვევა სადაც ავტომობილის მფლობელის ქცევის და გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით ითვლება დაზღვევის პრემია. ამ დაზღვევის ქვესახეობა არსებობს მხოლოდ ინგლისში და აშშ-ში. პირველი კომპანია ვართ, რომელმაც დავიწყეთ ხელშეკრულებების ატვირთვა ბლოკჩეინ ტექნოლოგიით და მაქსიმალურად დაცულია. გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია სადაზღვევო ინდუსტრიაში.
როდის შეგვიძლია იმის თქმა, რომ სექტორში მაქსიმუმია მიღწეული?
მსოფლიოში აღიარებულია ორი ძირითადი პარამეტრი, რითაც განისაზღვრება სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება. ესაა მოზიდული პრემია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით და მთლიანი მოზიდული პრემია გაყიდული მოსახლეობის რაოდენობაზე. ეს ორი პარამეტრი რაც უფრო მაღალია, ნიშნავს, რომ ქვეყანაც განვითარებულია და ადამიანები უფრო მეტს იმეტებენ იმისთვის რომ დაიცვან საკუთარი თავი. საქართველოში მოზიდული პრემია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დღეს არის 8%. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ოთხჯერ მეტია. პოლონეთში 2,4%-ია, ჩეხეთში 3%, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 8-9%-ია. მეორე კომპონენტს რომ შევეხოთ - მთლიანი მოზიდული პრემია გაყოფილი მოსახლეობის რაოდენობაზე - 50 ლარია. აღმოსავლეთ ევროპაში კი 1000 ლარი. რა თქმა უნდა ამბიცია გვაქვს რომ დავეწიოთ აღმოსავლეთ ევროპას 3-5 წლის განმავლობაში. რაც შეეხება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ რომ დავეწიოთ ქვეყანაში დარგი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მშპ და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რათა დაზღვევა არ იყოს ფუფუნება, არამედ გახდეს ყოველდღიური სერვისი.
„ალდაგის“ თანამშრომლებმა იციან, რომ ისინი ქმნიან კომპანიას. „ალდაგი“ არაფერს არ ნიშნავს იმ ადამიანების გარეშე ვინც შექმნა და აქამდე მოიყვანა კომპანია და ვინც ქმნის დაზღვევის ისტორიას. აუცილებელია ამ ადამიანების დაფასება და აღიარება. ეს არის მთავარი ღირებულება თუ რატომ უყვართ თანამშრომლებს კომპანია. ჩვენ „ბარეტის“კვლევა ჩავატარეთ, ამ კვლევით იზომება თუ რამდენად უხარია თანამშრომელს კომპანიაში მოსვლა და როგორია მისი ემოციური დამოკიდებულება. ამ მიმართულებით კომპანია ჯანსაღია. „ალდაგში“ თანამშრომლებს მოსვლა უხარიათ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მენეჯერებს უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ფუნქციაა ადამიანების დახმარება. ადამიანმა უნდა იგრძნოს რომ ჩართულია კომპანიის საქმიანობაში და უხარია მისი წარმატება. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და ეს უკავშირდება თუ არა დაზღვევას? პროფილის შეცვლას ხომ არ გეგმავთ? მე ძალიან მიყვარს დაზღვევა და ამ სექტორთან ერთად განვვითარდი და დღემდე მოვედი ამ კომპანიასთან ერთად. ჩემი აზრით რენესანსი დაზღვევაში ახლა იწყება, როცა ვახსენე ესტონური მოდელი და სავალდებულო დაზღვევის სახეობის შემოღება. ვფიქრობ, მაქვს შესაძლებლობა კიდევ შევქმნა კომპანიისთვის და ინდუსტრიისთვის ღირებულება. მე კომფორტულად ვარ როცა ამ ღირებულებას ვქმნი და არ ვაპირებ არსად წასვლას.
უახლესი