საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ბრიტანეთიდან შემოვიდა, ხოლო ყველაზე მეტი კაპიტალი საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განთავსდა.
უახლესი