დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსა და ისრაელის კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია - გიორგი პერტაია

საქართველოსა და ისრაელის კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია - გიორგი პერტაია

21-03-2024 12:49:00

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ისრაელის საელჩოსა და ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილე ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო-ბიზნეს გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება პალატის პრიორიტეტია.

მან, ასევე ისაუბრა არსებულ გადასახადების სისტემაზე,  მათ შორის საბაჟო პროცედურებსა და ტარიფებზე. პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა  ქვეყნის ლოგისტიკურ ქსელზე, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის.

შეხვედრის მიზანს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები