დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარების მაჩვენებელი მზარდია

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარების მაჩვენებელი მზარდია

21-05-2024 10:00:00

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 7%-ითაა გაზრდილი.

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2024 წლის იანვარ-აპრილში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 56 872 809   ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53 396 016  ლარი. 

შესაბამისად, 2024 წლის პირველი ოთხი თვის მაჩვენებლებით (შედარება 2023 წლის პირველ თვესთან), ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 6.5%-იან ზრდას აჩვენებს.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს დერეფანი 162 494 სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები