დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში - აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში - აეროპორტების გაერთიანება

16-05-2023 03:46:33

საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო განმარტავენ, რომ:

გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე:

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

„კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არც ერთ საერთაშორისო აეროპორტებს შორის არ იქნება“, - აცხადებენ გაერიანებაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები