ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 722 868 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 510 746 ათასი ლარია.
2024 წლის მარტში 2023 წლის მარტთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 3%-ითაა გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 473 025 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის მარტის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 326 315 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 222 441 918 ათასი ლარია.
მარტის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 260 348 ათასი დოლარია, ანუ 16 873 515 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა