ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 473 025 ათას დოლარს შეადგენს, რაც ლარში დაახლოებით 21 712 549 ათასი ლარია.
2022 წლის მარტის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 8 082 065 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 25 064 910 ათას ლარს უდრიდა.
მარტის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 039 860 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 20 585 259 ათასი ლარია.
2023 წლის მარტის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 923 211 ათასი დოლარია და საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა