2023 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოში აზარტული თამაშების 117 სუბიექტია (ონლაინ კაზინო, სამორინე) რეგისტრირებული, რომლებიც შესაბამის დაწესებულებებს ფლობენ.
Business Insider Georgia-თვის საქსტატიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი აზარტული თამაშების ობიექტი თბილისშია (66), მეორეა აჭარა (29), მესამე კი კახეთი (4).
აზარტული თამაშების სუბიექტების რეგისტრაცია რეგიონების მიხედვით:
საქსტატის მონაცემებით, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 2021 წელს 48 მლრდ იყო, 2020 წელს 32 მლრდ, ხოლო 2019 წელს 25 მლრდ.
ცნობისათვის, 2022 წლის 1-ელი აპრილიდან სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების ახალი პაკეტი ამოქმედდა. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რომ თავად შეეზღუდოთ თამაშის უფლება. ასევე, ლუდომანების ოჯახის წევრებს, სასამართლო გზით ოჯახის წევრებისთვის თამაშის შეზღუდვის უფლება მიენიჭათ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით თვითშეზღუდვით რეესტრში 3 400 ადამიანი მოხვდა, ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე 30.
უახლესი