დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონში იყო 2022 წელს ყველაზე მეტი ხანძარი

საქართველოს რომელ რეგიონში იყო 2022 წელს ყველაზე მეტი ხანძარი

26-11-2023 17:00:39

2022 წელს საქართველოს ტყეებსა და ველებში 48 ხანძარი დაფიქსირდა და 3 076 ჰექტარი განადგურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკურ პუბლიკაციაშია "საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2022" ხელმისაწვდომი. 

პუბლიკაციის თანახმად, ყველაზე მეტი ხანძარი 2022 წელს წელს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა და  ცეცხლმა 6 894 ჰექტარი გაანადგურა. 

ტყისა და ველის ხანძრები რეგიონების მიხედვით, 2022 წელი: 

გურია - 1 ხანძარი; განადგურდა 2 ჰექტარი; 

იმერეთი - 10 ხანძარი; განადგურდა 64 ჰექტარი; 

კახეთი - 19 ხანძარი, განადგურდა 187 ჰექტარი; 

მცხეთა­-მთიანეთი - 2 ხანძარი, განადგურდა 9 ჰექტარი; 

რაჭა­ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5 ხანძარი, განადგურდა 21 ჰექტარი; 

სამეგრელო­ზემო სვანეთი - 4 ხანძარი, განადგურდა 8 ჰექტარი; 

სამცხე-ჯავახეთი - 1 ხანძარი, განადგურდა 615 ჰექტარი; 

ქვემო ქართლი - 5 ხანძარი, განადგურდა 34 ჰექტარი; 

შიდა ქართლი -  1 ხანძარი, განადგურდა 1 ჰექტარი; 

დაცული ტერიტორიები - 15 ხანძარი, განადგურდა 6 894 ჰექტარი.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები