დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონში ფლობენ Tesla-ს ბრენდის ყველაზე მეტ ავტომობილს

საქართველოს რომელ რეგიონში ფლობენ Tesla-ს ბრენდის ყველაზე მეტ ავტომობილს

09-11-2023 14:00:25

ქვეყანაში რეგისტრირებული Tesla-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა 102%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპისთვის ქვეყანაში 767 Tesla-ს ელექტრომობილის რეგისტრირებული. მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 379 Tesla-ს შეადგენდა.

ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული 767 ერთეული Tesla-დან თბილისში 541 Tesla-ა რეგისტრირებული, ანუ მთლიანი რაოდენობის 71%-ი. ქვეყანაში ყველაზე მეტი Tesla-ს მოდელის ავტომობილი დედაქალაქშია კონცენტრირებული, ხოლო მეორე ადგილზე აჭარა.

ამ დროისათვის ქვეყანაში რეგისტრირებული Tesla-ს ელექტრომობილების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 541 ერთეული Tesla,
  • აჭარა - 59 ერთეული Tesla,
  • იმერეთი - 52 ერთეული Tesla,
  • ქვემო ქართლი 32 ერთეული Tesla,
  • შიდა ქართლი 27 ერთეული Tesla,
  • სამეგრელო - ზემო სავანეთი - 23 ერთეული Tesla,
  • კახეთი - 15 ერთეული Tesla,
  • სამცხე-ჯავახეთი 10 ერთეული Tesla,
  • გურია - 4 ერთეული Tesla,
  • მცხეთა მთიანეთი - 3 ერთეული Tesla,
  • რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 1 ერთეული Tesla. 

რაც შეეხება წლების მიხედვით Tesla-ს რეგისტრირების მაჩვენებელს სტატისტიკა ასე გამოიყურება: 

  • 2023 წელი - 767 
  • 2022 წელი - 379
  • 2021 წელი - 152
  • 2020 წელი - 119
  • 2019 წელი - 78
  • 2018 წელი - 26
  • 2027 წელი - 10

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები