„საქართველოს რკინიგზაში“ მგზავრთა გადაყვანები და, შესაბამისად, შემოსავლები მკვეთრად გაზრდილია.
2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, რკინიგზა 0.5 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც 98.3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორის პაატა ცაგარეიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ ზრდის ფონზე მნიშვნელოვანია რკინიგზის დაფინანსების საკითხი გადაიხედოს.
„ყოველ წელს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებისთვის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს ხარჯავს. გაუგებარია, რატომ უნდა გადავიხადოთ 50 მილიონი ჩვენი, გადამხდელების ჯიბიდან, თუ გადაზიდვებიდან შემოსავალი იზრდება. უპრიანია, რომ გადაზიდვების ზრდის ადეკვატურად შემცირდეს ბიუჯეტიდან „საქართველოს რკინიგზისათვის“ გადახდილი თანხის მოცულობა.
სტიმული უნდა ჰქონდეს რკინიგზას, გაზარდოს მგზავრთა გადაყვანა და სერვისები განავითაროს. ამიტომ ამ მიმართულებით დარეგულირება აუცილებელია სახელმწიფო დონეზე. უნდა ვიფიქროთ დაფინანსების ეტაპობრივად შემცირებაზე, რათა მომგებიანი სტრუქტურა სახელმწიფო ბიუჯეტს არ დააწვეს ტვირთად“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 9.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტია (9.3 მილიონი ტონა).
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება