დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზის გადაზიდვებში ტრანზიტული ტვირთების წილი იზრება

საქართველოს რკინიგზის გადაზიდვებში ტრანზიტული ტვირთების წილი იზრება

23-08-2023 16:00:34

2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

აღნიშნული მოცულობის 10.7 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი - ტრანზიტზე.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.2 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70.8 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს:

რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.8 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (24.9 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (9.1 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (54.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (22.8 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (8.7 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (5.7 პროცენტი).

2023 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (32.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (19.0 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.6 პროცენტი).

როგორ იცვლებოდა საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დინამიკა - 2018-2023 წლები

  • 2018 წელი - 2,598,192.700 ტონა - ტრანზიტი - 1,549,054.800 ტონა;
  • 2019 წელი - 2,935,049.600 ტონა - ტრანზიტი - 1,939,369.700 ტონა;
  • 2020 წელი - 2,925,583.500 ტონა - ტრანზიტი - 2,015,483.000 ტონა;
  • 2021 წელი -  3,322,181.400 ტონა - ტრანზიტი - 2,432,523.100 ტონა; 
  • 2022 წელი - 4,193,200.400 ტონა - ტრანზიტი -  3,184,188.600 ტონა; 

წყარო: საქსტატი 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები