დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში - დავით ფერაძე დატა ცენტრის მნიშვნელობაზე

საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში - დავით ფერაძე დატა ცენტრის მნიშვნელობაზე

22-04-2024 10:38:00

„საქართველოს რკინიგზამ“ ახლახან დაასრულა საინტერესო პროექტი IT მიმართულებით, რაც საკონტეინერო დატა ცენტრის შექმნას უკავშირდება, - ამის შესახებ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში გიორგი აბაშიშვილთან საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა.

 

ეს არის პირველი პროექტი საქართველოში რომლითაც ვამაყობთ. ამ პროექტის განხორციელებისთანავე, IT სერვისის მიწოდება მოხდება შეუფერხებლად და რაც ყველაზე მთავარია, დღეს მონაცემთა ბაზას უნდა სწორად შენახვა და მოფრთხილება. ეს მონაცემთა ბაზა რაც კომპანიას გააჩნია, პარტნიორთან მუშაობისას თუ მგზავრთა გადაყვანის სერვისებში სატვირთო კუთხით, მისი შენახვა უსაფრთხო და დაცულ გარემოში მოხდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვაციფრულებთ იმ ნაწილს რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს რკინიგზამ კომპანია იუჯითისთან ერთად წარმატებით განახორციელა კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა. 

დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა.

შედეგად, საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.

Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები