საქართველოს რკინიგზა თბომავლების შეკეთებაში - 6 369 035 ლარს (დღგ-ს გარეშე) გადაიხდის. სულ საუბარია 5 ერთეული ,,ჩმე-3” სერიის თბომავლის „კრ“ („კრ-2“) მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთებაზე. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა შესაბამისი განაცხადების წარდგენა 16 ოქტომბრის ჩათვლით უნდა განახორციელონ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 369 035 ლარია.
შემსყიდველის მიერ შესაკეთებელი თბომავლ(ებ)ის გადაცემა და შეკეთებული თბომავლ(ებ)ის მიღება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის შესაბამისად თბილისის მახარისხებელ სალოკომოტივო დეპოში, ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, ან სამტრედიის სალოკომოტივო დეპოში.
მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 1 ცალი შესაკეთებელი თბომავლის წაყვანა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო დანარჩენი თბომავლების წაყვანა უნდა განახორციელოს პირველი ეტაპით გათვალისწინებული თბომავლის წაყვანის შემდეგ ყოველთვიურად არანაკლებ ერთი თბომავლის ოდენობით, მიმწოდებელს შემსყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში აქვს უფლება ერთდროულად განახორციელოს რამდენიმე თბომავლის წაყვანა.
უახლესი
5 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება